Wednesday, 10 March 2010

 R.I.O - Shine on

 Madcon - Beggin

 Ismail YK - Bas gaza

 ლექსენი - ერთი გოგო

 Ian Oliver - Vino vino

ამინდის პროგნოზი

ვალუტის კურსი

ლეონარდოს იშვიათი პორტრეტი ბეჭდვა ელფოსტა
Tuesday, 07 April 2009
 რომში საზოგადოებას ლეონარდო და ვინჩის პორტრეტი წარუდგინეს. ნახატი, რომლეზეც წაწვეტებულცხვირიანი და გრძელთმიანი საშუალო ასაკის მამაკაცია გამოსახული, 2008 წელს სამხრეთ იტალიის ბაზილიკატის რეგიონის კოლექციაში იპოვეს. ჩატარებული ანალიზების შედეგი აჩვენებს, რომ ჩარჩო XV საუკუნე -XVI საუკუნეების დასაწყისს ეკუთვნის. ეს პერიოდი ლეონარდოს ცხოვრების წლებს ემთხვევა.
დაწვრილებით...
 
კოცნა 300 ათასად ბეჭდვა ელფოსტა
Monday, 06 April 2009
 სუპერმოდელმა კეიტ მოსმა აუქციონზე კოცნა გაყიდა, რომლის ფასიც 300 ათას დოლარს შეადგენდა. შემოსული თანხა მოდელმა ლონდონში, საბავშვო საავადმყოფოში გადარიცხა. თავიდან ლოტზე აქტიურობა არ იყო, სანამ 35 წლის მოდელმა პირობები არ შეცვალა. კეიტი კოცნისთვის პოლიციელის სექსუალურ ფორმაში უნდა გამოწყობილიყო, ამ ხერხმა გაამართლა.
დაწვრილებით...
 
ტიტანიკის მუზეუმი ბეჭდვა ელფოსტა
Friday, 03 April 2009
 საუტჰემპტონში, "ტიტანიკის" ერთადერთი რეისიდან 100 წლის თავზე, ლაინერისთვის მიძღვნილი ინტერაქტიული მუზეუმი გაიხსნება. გემის მეზღვაურების უმრავლესობა სწორედ საუტჰემპტონელი იყო. ”ტიტანიკი” წყალში 1911 წელს ჩაუშვეს და პირველ რეისში კი 1912 წლის 10 აპრილს გავიდა. 5 დღის შემდეგ აისბერგს შეეჯახა და ჩაიძირა. 2223 მგზავრიდან მხოლოდ 706 გადარჩა. მუზეუმის ბიუჯეტი შეფასებულია 28 მლნ. ფუნტ სტერლინგად, რომელიც 2012 წელს გაიხსნება.
დაწვრილებით...
 
ავეჯი ხასიათის მიხედვით ბეჭდვა ელფოსტა
Thursday, 02 April 2009
 იაპონელი გამომგონებლები მალე საზოგადოებას აჩვენებენ ტექნიკის ახალ მიღწევებს ამერიკის ერთ-ერთ გამოფენაზე. ამჯერად ამომავალი მზის ქვეყნის მოქალაქეებმა გამოიგონეს ავეჯი, რომელიც იცვლის ფერს მისი მფლობელის ხასიათის მიხედვით. მაგიდასა და სკამებში ჩაყენებულია მიკროჩიპები,რომლებიც რეაგირებენ მფლობელის ხასიათის ცვლილებაზე, რაც ადამიანს დაეხმარება სტრესისა და ემოციური დატვირთვის მოხსნაში.
დაწვრილებით...
 
ელაიჯა ვუდი შუაღამის ჯილდოს მიიღებს ბეჭდვა ელფოსტა
Wednesday, 01 April 2009
 ელაიჯა ვუდი და ევან რეიჩელ ვუდი სან-ფრანცისკოს 52-ე საერთაშორისო კინოფესტივალის საგანგებო პრემიებს მიიღებენ. ე.წ. "შუაღამის ჯილდო" მსახიობებს სპეციალურ ცერემონიაზე 25 აპრილს გადაეცემათ. ამ პრემიით, რომელიც 2007 წელს დაწესდა, ასაჩუქრებენ ახალგაზრდა მსახიობებს, რომლებმაც დიდ წარმატებას მიაღწიეს როგორც დამოუკიდებელ, ისე კომერციულ კინემატოგრაფში.
დაწვრილებით...
 

 

 
       

არქივი

 R.I.O - Shine on 

 Леона - Заболела тобой

 Ismail YK - Bas gaza

 ლექსენი - ერთი გოგო

 Серебро - Ориум

რეკლამა